პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების“ განცხადება

პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების“ განცხადება

სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს გამართულ აქციაში.

ხაზგასმით ვაცხადებთ, ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია აქტუალურ საკითხზე, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია პოლიტიკური პარტიის სახელით შიდასაუნივერსიტეტო პროცესებში ვინმეს მონაწილეობა.

მიგვაჩნია, რომ საუნივერსიტეტო ავტონომია მკაცრად უნდა იყოს დაცული.  წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მმართველი პარტია საუნივერსიტეტო რესურსის თავისი სუბიექტური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა.

პარტია მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც გული შესტკივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ასევე, ჩვენ ვთვლით, რომ დაუშვებელია პრობლემების გადაჭრის ძალადობრივი გზა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვა.