უკრაინის პრეზიდენტი პრემიერის პოსტზე ნატალია იარესკოს ან ანდრეი სადოვს ხედავს

უკრაინის პრეზიდენტი პრემიერის პოსტზე ნატალია იარესკოს ან ანდრეი სადოვს ხედავს

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ქვეყნის პრემიერის პოსტზე ფინანსთა მინისტრ ნატალია იარესკოს ან ლვოვის მერს, ანდრეი სადოვს ხედავს. ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დაწერა.

"დღეს პრეზიდენტი ხვდება ფრაქციის ლიდერებს, მათ შორის ანდრეი სადოვს. პრეზიდენტის პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის მიზანი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის დაჩქარებაა. ყველასთვის გასაგებია, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის საჭიროა ახალი კოალიცია", - წერს პოროშენკოს პრესსპიკერი.

მისივე თქმით, მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსია არსებობს: "იარესკოს მეთაურობით ტექნოკრატიული მთავრობა და ანდრეი სადოვის მეთაურობით პოლიტიკური მთავრობა".

ცოტა ხნის წინ, იარესკომ განაცხადა, რომ მზადაა გახდეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.