საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ცნობადობის გაზრდისა და ბაღის საქმიანობის საზოგადოების ფართო ფენებისთვის მარტივად მიწოდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღი ახალი ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს.
შინაარსობრივად ლოგო უნდა ასახავდეს ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საქმიანობის არსს, იდეასა და სპეციფიკას, სრულად ან ნაწილობრივ უნდა ფიგურირებდეს მწვანე ფერი, უნდა იყოს პოზიტიური, მარტივი, ადვილად აღქმადი და ესთეტიური. სასურველია ბოტანიკური ბაღის აბრევიატურის ან სახელწოდების გამოყენება, თუ იგი ლოგოს ერთიანი აღქმის და კონცეფციის ნაწილი იქნება. ტექნიკური თვალსაზრისით, ლოგო მარტივად უნდა თავსდებოდეს ნებისმიერ საბრენდო პროდუქციაზე. არ უნდა იყოს სხვა ლოგოებს მიმსგავსებული, არ უნდა შეიცავდეს პლაგიატსა და არ იწვევდეს მცდარ ასოციაციებს.
თავდაპირველად, მასალა ესკიზების სახით უნდა იყოს წარმოდგენილი შავ-თეთრ და ჭრელ ზედაპირზე JPEG და PNG ფაილის სახით, შემდგომ კი ვექტორულ გრაფიკულ ფორმატში.
წარდგენილი მასალა ხდება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკუთრება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბაღის ნებისმიერი მიზნებისათვის.
საკონკურსო თანხა შეადგენს 1200 ლარს დღგ-ს გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართებზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/lib/files.php?mode=app&file=1623302&code=1456941848
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=182776&lang=ge