"ჩვენ, ქალები შიშის გამო, გაქცევას არ ვაპირებთ"

იუსტიციის მინსიტრ, თეა წულუკიანის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება უნდა გამოიძიონ.

მისინტრის განმარტებით, ბოლო დღეებია, თვალს ვადევნებთ განმეორებით და თანმიმდევრულ დარტყმებს ხელისუფლებასა და ქართული საზოგადოებაზე.

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ფარული ვიდეოკადრების შექმნასა და გავრცელებაზე.

„ჩვენი ხელისუფლება ვერ აიღებს პააუხისმგებლობას ამ კადრების შექმნასა და გავრცელებაზე, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, შემქმნელები და გამავრცელებლები იყვნენ იდენტიფიცირებული. თუ მსგავსი გაგრძელდება, ეს ჩვენ ხელუსფლებას ვერ დაანგრევს. ხელისუფლებასა და მედიაში მყოფ ქალებს ეს ვერ შეგვაშინებს. ეს არის განწირული დარტყმები. ჩვენ, ქალები გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას იქ, სადაც ვართ და არავის შიშის გამო, არასად გაქცევას არ ვაპირებთ. ყველა უნდა ვიდგეთ ერთ პოზიციაზე, დავიცვათ ერთმანეთი და ვიყოთ სოლიდარულები“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.