ეკონომიკის ექსპერტების პროგნოზით, ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება.
ეკონომიკის ექსპერტ მიხეილ დონდუას ვარაუდით, 1 დოლარის ფასმა დაახლოებით სამი თვის შემდეგ, შესაძლოა, 2.20 ლარამდეც კი დაიკლოს.
"აბსოლუტურად მოსალოდნელია გამყარება. ის კურსი, რომელიც დღეს არის, აბსოლუტურად რეალურია. ნორმალურ პირობებში, ეროვნული ბანკის მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარების პირობებში, ყოველგვარი პოლიტიკური მანევრების მოშორებით, შესაძლებელია, რომ კურსი ჩამოყალიბდეს დაახლოებით, სამი თვის პერიოდში 2.20 ლარს შორის დიაპაზონზე ჩამოვიდეს. ეს არის ის მდომაორება, სადაც ნორმალურ პირობებში, დღეს, ვალუტის კურსი უნდა იყოს. ქადაგიძის წასვლის შემდეგ დაიწყო ლარის გამყარების პროცესი. მოიხსნა პოლიტიკური ზეწოლა და კურსი თანდათანობ უბრუნდება იმ ბუნებრივ ნიშნულს, სადაც უნდა იყოს. მომავალში, ლარის გამყარებას ველოდები", - განუცხადა ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ "პირWელს".
ექსპერტ სოსო არჩვაძეს უჭირს იმის პროგნოზირება, რა ნიშნულზე გამყარდება ლარი დოლართან მიმართებაში, თუმცა ის, რომ გამყარება მნიშვნელოვანი იქნება, ამაში ეჭვი არ ეპარება.
"გარკვეული ფაქტორები ადასტურებს იმას, რომ ლარია დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენცია გაგრძელდება. ვალუტის გამყარება უკავშირდება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემას, ასევე, ჩვენს ძირითად სავაჭრო პერტნიორებში ვალუტის კურსის გამყარებას. ძალიან ბევრი შრომითი მიგრანტი გვყავს სხვადასხვა ქვეყანაში და მათი შემოსავლები პირდაპირ უკავშირდება ამ ქვეყნების სავალუტო კურსს. მათ შორის, იგივე რუსეთის ფედერაციაში რუბლის სტაბილიზაცია პოზიტიური გავლენის მომხდენია ფულად ტრანზაქციებზე", - განაცხადა ექსპერტმა.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
"ჩემი პროგნოზი ლართან მიმართებაში პოზიტიური და ოპტიმისტურია", - განაცხადა ექსპერტმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, უცხო ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი 2.4175 ლარი ეღირება.