საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გარკვეულ ძალებს აწყობთ ქვეყანაში არეულობა.
მისი თქმით, არსებობდა სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში, აგროვებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოებს და რომელმაც ტერორის ეს ფორმა დანერგა.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობდა სისტემა, რომელმაც დანერგა ტერორის და ზეწოლის ეს ფორმა. ამ კადრებს ცხრა წლის მანძილზე ეს სისტემა იღებდა და აგროვებდა. დღეს, ზოგიერთ ძალებს აწყობთ საზოგადოებაში არეულობა. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს ბოლომდე გამოიძიოს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე გარკვეულ ძალებში იგულისხმება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ეს ასეც იყოს.