სამართალდამცავებმა სტუდენტებს ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრის საშუალება არ მისცეს

სამართალდამცავებმა სტუდენტებს ლადო პაპავას კაბინეტში შეჭრის საშუალება არ მისცეს

უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებს სამართალდამცველებმა და თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რექტორის, ლადო პაპავას კაბინეტში შესვლის საშუალება არ მისცეს.

უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები პაპავას კაბინეტში შეჭრას ცოტა ხნის წინ შეეცადნენ. ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვდნენ.

"პაპავამ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება. ის არის უუნარო და უნდა დატოვოს თანამდებობა", - განაცხადეს თვითმმართველობის წევრებმა.

ამ დროისთვის ლადო პაპავას კაბინეტთან მხოლოდ სამართალდამცველები დგაგან, ხოლო ფოიეს სხვადასხვა მხარეს კვლავ სტუდენტთა დაპირისპირებული ჯგუფები იმყოფებიან.