"თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ ადამიანებს მიმართა, რომელთაც ვიდეოკადრების გავრცელებით ემუქრებიან.

"პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც ემუქრებიან შანტაჟით და ვისაც ემუქრება ბნელი ძალა. მინდა მოგმართოთ ჩემ თანამოქალაქეებს - მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა, მე ვდგავარ თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ, მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიენების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად საზოგადოებას დღეს, ღიად შემიძლია ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდევ მომავალში და იცოდეთ, რომ დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ რაღაც უაზრო შავბნელ სტიგმას.

ახლა მათ, იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ ჩემი მოსახლეობა აშანტაჟოთ. თოთოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი შავბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი, ქართველი, რომელიც ყოველთვის იყო თავისუფალი.

მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფალი. თავისუფლება ნიშნავს მათ შორის იმას, რომ არ გვეშინოდეს. არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, მინდა იცოდეს, რომ მას მორალური თანამონაწილე ხდება ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "ეს შენ გეხება"-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე.