უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა, არ განუმარტავს, რა იგულისხმა "უკან დახევაში" და აპირებს თუ არა კანდიდატურის მოხსნას.
მისივე განმარტებით, ყოველთვის იქნება უნივერსიტეტის გვერდით.
"უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის ვიქნები უნივერსიტეტის გვერდით და ბრძოლას გავაგრძელებ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან.
ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ჩემს გვერდით, მაგრამ დღეს უნივერსიტეტში არის უმართავი მდგომარეობა. რაღაც ნაწილს თუ მაინც ეს პრობლემა მოაგვარებს, რომლებსაც ვითომდა ბრალდებები ჰქვია, მე ეს მზად ვარ გავაკეთო", - განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.
მის ამ განცხადებას უნივერსიტეტში, სტუდენტების იმ ნაწილის ოვაციები მოჰყვა, რომელიც გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას მოითხოვდა. სტუდენტთა აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებმა გაფრინდაშვილის განცხადება მის მიერ კანდიდატურის მოხსნად შეაფასეს.