ანკარაში გუშინ მომხდარ აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი ქალია

ანკარაში გუშინ მომხდარ აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი ქალია

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გუშინ მომხდარ აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთ პირი ქალია. ამის შესახებ Independent-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, მოპოვებული სამხილების მიხედვით, თვითმკვლელი ტერორისტი ქალი "ქურთისტანის მუშათა პარტიას" 2013 წელს შეუერთდა.

გავრცელებული ცნობით, იგი 1992 წელსაა დაბადებული და თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ყარსში ცხოვრობდა.

როგორც თურქეთის მთავრობაში აცხადებენ, ისინი ამ დროისთვის ცდილობენ ოფიციალურად მოახდინონ ანკარაში მომხდარი აფეთქების უკან მდგომი ორგანიზაციის იდენტიფიცირება.