გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 15 - 17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, 15 მარტს ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 5 ბალიანი შტორმი. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.