თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყში ქურთების პოზიციებზე იერიში მიიტანეს

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყში ქურთების პოზიციებზე იერიში მიიტანეს

თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყში ქურთების პოზიციებზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც გუშინ ანკარაში აფეთქება მოხდა. "ბიბისის" ცნობით, დაიბომბა ქურთების იარაღის საწყობები და თავშესაფრები.

ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მთავრობამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ შირნაკში კომენდანტის საათი დააწესა. აღნიშნული ქალაქი ძირითადად ქურთებითაა დასახლებული.

გუშინ საღამოს ანკარაში მომხდარი აფეთქებისას ბოლო მონაცემებით 37 ადამიანი დაიღუპა. 71 კი საავადმყოფოში იმყოფება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, როგორც თურქეთის დაზვერვის სამსახურის წყარო იტყობინება, მთავრობა ეჭვობს, რომ თავდასხმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან მასთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული. "ქურთისტანის მუშათა პარტიას" თურქეთის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.