თურქეთის პოლიციამ ანკარაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები დააკავა

თურქეთის პოლიციამ ანკარაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები დააკავა

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის პოლიციამ 14 პირი დააკავა, რომლებიც ანკარაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები.

თურქული მედიის ცნობით, 12 ეჭვმიტანილი ესქიშეხირის ცენტრალურ პროვინციაში, 2 კი, სტამბულში დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ანკარაში, ქალაქის ცენტრში მომხდარ აფეთქებას 37 ადამიანი ემსხვერპლა, 125 დაშავდა მათგან 20 კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა უკვე დაადგინა.