სტუდენტების ერთი ჯგუფი პრემიერს და განათლების მინისტრს მიმართავენ

სტუდენტების ერთი ჯგუფი პრემიერს და განათლების მინისტრს მიმართავენ

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრს მიმართავენ.

გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგე სტუდენტებმა, რომლებიც საკუთარ თავს "აუდიტოარია 115" ჯგუფის წევრებს უწოდებენ, პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ საჭიროა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ აიღოს.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე განათლების მინისტრს, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე აიღონ პასუხიმგებლობა, რადგან დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს სიტუაციის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას", - განაცხადა "აუდიტორია 115"-ის წევრმა ანა კამლაძემ.

ამასთან, აღნიშნული სტუდენტები მოითხოვენ, რომ მოხდეს სტუდენტებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამოძიება და სახელმწიფო უნივერისტეტის ვიდეოკამერებში დაფიქსირებული ჩანაწერების ნახვა, სადაც, მათი მტკიცებით, "ნათლად ჩანს პროვოკაცია სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან".

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, სტუდენტთა აღნიშნული ჯგუფის მოთხოვნებია: მოიხსნას გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა კანცლერის თანამდებობიდან, ასევე მოხდეს "ოდეერის" ინსტიტუტის ირგვლივ მიმდინარე პროცესების გამოძიება და თვითმმართველობის არსებული ფორმის რეორგანიზება.