საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჯარიაშენთან სავარაუდოდ, რუსული ბატალიონის საინჟინრო დანაყოფის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ჯარიაშენიდან იუწყება, ორმა პირმა სოფლის პერიმეტრი გაიარა. არსებული ინფორმაციით, ისინი გარკვეულ კოორდინატებს აზუსტებდნენ.
"ორდღიანი სამუშაოების შემდეგ აქ დილიდან სიმშვიდე იყო. არანაირი ტექნიკა და შეიარაღებული პირები დღეს დილიდან აღარ გადაადგილდებოდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ ორი პირი ისევ გამოჩნდა. ვფიქრობ, გზის დაგეგმარებას ახდენენ და იმ კოორდინატებს აზუსტებენ, სადაც საოკუპაციო ხაზის გავლებას აპირებენ", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დავით ტატიშვილი.