ევროკავშირის მაღალჩინოსნები დღეს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის მაღალჩინოსნები დღეს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის მაღალჩინოსნები დღეს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ იმსჯელებენ. როგორც რადიო "თავისუფლება" წერს, ევროპულ ბლოკსა და რუსეთს შორის კავშირებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოსკოვის მიერ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების და სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერამ.

ამასთან, როგორც ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი აცხადებს, იმისთვის, რომ ევროპაში მიგრაციული კრიზისი გამწვავდეს, რუსეთი სირიაში სამხედრო მოქმედებებს აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპასა და მოსკოვს შორის კავშირების გაუარესება ბრიუსელის მიერ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქციის დაწესებამაც გამოიწვია. მთავარი შეზღუდვები უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობის გამო რუსეთის ენერგო და საბანკო სექტორზე დაწესდა. ასევე 9 მარტს, ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივეს.