ვიმედოვნებ, შესაბამისი უწყებები იპოვიან იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს და სათანადოდ დასჯიან

ვიმედოვნებ, შესაბამისი უწყებები იპოვიან იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს და სათანადოდ დასჯიან

ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები იპოვიან იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს და სათანადოდ დასჯიან. ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა განუცხადა, რითაც ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

ელჩის თქმით, მთავრობა ამ საკითხს სერიოზულად მიუდგა. ამასთან, როგორც ჰოლ ჰოლიმ აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება საქართველოს საზოგადოებამ ერთხმად დაგმო.

"მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა მე მაძლეს იმის იმედს, რომ ამ მხრივ საქართველოს საზოგადოება სწორი მიმართულებით მიდის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიძიოს ეს ფაქტი", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.

"წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა და იხილავთ შემდეგ სერიებს", - იმუქრება ვიდეოს ავტორი.