თურქი სამართალდამცავები ტერორისტების მორიგ გეგმაზე საუბრობენ

თურქი სამართალდამცავები ტერორისტების მორიგ გეგმაზე საუბრობენ

თურქეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი პოლიცია ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 20 დანაღმულ ავტომობილს ეძებს.

სამართალდამცავთა მონაცემებით, ქურთისტანის მუშათა პარტია 20 მარტს, თურქეთის მსხვილ ქალაქებში ტერორისტული აქტების სერიების განხორციელებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებას, რომელიც ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე მოხდა, 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 125 დაშავდა, მათგან 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია.