თურქული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დანაღმულ ავტომობილში თვითმკვლელი ტერორისტი ქალის ცხედრის ნაწილები აღმოაჩინეს და დნმ-ის საშუალებით მისი ვინაობის დადგენა შეძლეს.
თითების ანაბეჭდების მეშვეობით დადგინდა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი ბალიკესირის უნივერსიტეტის სტუდენტი, სეჰერ ჩაღლა დემირი იყო.
როგორც ცნობილია, საქმე აღძრულია თვითმკვლელი ტერორისტის ჩაღლა დემირისა და მისი 4 მეგობრის წინააღმდეგ.
სასამართლო მათ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირს და მათ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებას, რომელიც ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე მოხდა, 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 125 დაშავდა, მათგან 20 კრიტიკულ მდგომარეობაშია.