ფაქტია, რომ საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს და გაამძაფრებს კომპრომატების ომს, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
გიგი წერეთლის თქმით, პროცესი სასწრაფოდ შესაჩერებელია, რაც არის ხელისუფლების საქმე და პასუხისმგებლობა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად უუნარო აღმოჩნდა წინ აღდგომოდა შექმნილ ვითარებას.
"სამწუხაროდ, კიდევ არის ახალი გაფრთხილებებნი, ახალი კადრები. თუკი ხელისუფლების მხრიდან ზომების მიღების პროცესი ასე არაფექტურად გაგრძელდება, ჩვენ კიდევ უფრო უარეს გაგრძელებას უნდა ველოდოთ. ფაქტია, რომ საარჩევნო პროცესი კიდევ უფრო გააღრმავებს და გაამძაფრებს კომპრომატების ომს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება. კადრებში პირების სახეები დაფარულია.
ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ შესახებ მსგავსი ტიპის ვიდეოების გავრცელება გაგრძელდება.