თუქეთში საქართველოს საელჩოს "ცხელ ხაზზე" საქართველოს მოქალაქეების შესახებ მომართვა არ ყოფილა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულთა შორის, რომლებიც ამ დროისთვის არიან იდენტიფიცირებულნი.
"20 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია, მათ შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები. დანარჩენების იდენტიფიცირება ჯერ არ დასრულებულა. 24 საათის განმავლოაბში მუშაობს ჩვენი "ცხელი ხაზი" და ამ დროისთვის მომართვა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არ ყოფილა", - განაცხადა კოლპატაძემ.
მისივე ინფორმაციით, ანკარაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, დაჭრილია 125 ადამიანი. ელჩის თქმით, როგორც ამბობენ, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი თავად თვითმკვლელი ტერორისტია.
ცნობისთვის, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, თურქეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე: +905336903040.
ანკარაში გუშინ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, როგორც თურქეთის დაზვერვის სამსახურის წყარო იტყობინება, მთავრობა ეჭვობს, რომ თავდასხმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან მასთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული.