თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეჰმეთ მუეზზინოღლუმ განაცხადა.
მისივე თქმით, აფეთქების შედეგად დაშავებული 71 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება. მათგან 15 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ანკარაში გუშინ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, როგორც თურქეთის დაზვერვის სამსახურის წყარო იტყობინება, მთავრობა ეჭვობს, რომ თავდასხმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან მასთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული.