საქართველოს საგარეო უწყება გრანდ ბასსამში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას გმობს

საქართველოს საგარეო უწყება გრანდ ბასსამში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას გმობს

საქართველო კოტ დ'ივუარის რესპუბლიკის ქალაქ გრანდ ბასსამში გუშინ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას მკაცრად გმობს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მომხდარის შედეგად წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 14 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა აღნიშნულ თავდასხმებს. ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული საფრთხის ზრდის გამო და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება არსებული გამოწვევების დაძლევა", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.