მოქმედ პოლიტიკოსებს youtube-ზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან

მოქმედ პოლიტიკოსებს youtube-ზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან

youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება. ვიდეოს ამტვირთავი ფარული ჩანაწერების სერიის გავრცელებით იმუქრება. "წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა ელოდეთ შემდეგ სერიებს. თუ არ წახვალთ, სხვებსაც გამოვამზეურებთ! ხალხმა უნდა იცოდეს, ვის უხდის ხელფასს! ვინც წავა მათი კადრები არ დაიდება".

"კადრების არ გავრცელების სანაცვლოდ, უამრავ ანტისახელმწიფოებრივ წინადადებაზე დაითანხმეს მთავრობის წევრები, მათ შორის გაუპატიურების საქმეების გამოუძიებლობა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და მასალების განადგურება ღარიბაშვილის მინისტრობის დროს. აი, ვის პირად სიამოვნებას ეწირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა!!!" - წერს ვიდეოს ავტორი youtube-ზე.