იემენში არაბთა გაერთიანებული საემიროების სამხედრო თვითმფრინავი დაიკარგა

იემენში არაბთა გაერთიანებული საემიროების სამხედრო თვითმფრინავი დაიკარგა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც იემენში ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ საბრძოლო მისიაში მონაწილეობდა, დაიკარგა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. 

ადგილობრივი მედია თვითმფრინავის გაუჩინარების დეტალებს არ ასახელებს. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში 2015 წლის მარტიდან პრეზიდენტ მანსურ ჰადის მხარდასაჭერად ამბოხებულების წინააღმდეგ რამდენიმე ქვეყნის საჰაერო ძალები ავიაერიშებს ახორციელებენ. 

იემენში მიმდინარე კონფლიქტს ამ დრომდე 6 000 ადამიანი შეეწირა.