თურქეთის დედაქალაქ ანკარის სასამართლომ სოციალური ქსელების "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ანკარაში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მიიღეს, მას შემდეგ რაც სოციალური ქსელებით აფეთქების და დაღუპულებისა და დაშავებულების ამსახველი ფოტომასალები გავრცელდა.
აფეთქება ანკარაში გუშინ საღამოს ადგილობრივი დროით, 18:40 საათზე მოხდა. შედეგად ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
როგორც თურქეთის დაზვერვის სამსახურის წყარო იტყობინება, მთავრობა ეჭვობს, რომ თავდასხმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ან მასთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული.