საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სავარაუდოდ, სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი დაინიშნება. ამის შესახებ sportall.ge-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სანდო წყაროდან შეიტყო.
ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ფედერაცია ოფიციალურად, დღეს აღმასკომის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე წარადგენს.