ალეკო ელისაშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული

ალეკო ელისაშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული

თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი დღეს ადვოკატთან ერთად, პროკურატურაში მივა. 
როგორც ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას პროკურატურიდან აცნობეს, რომ მისი დაბარება დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, თითქოს და, პატიმრისგან შეწყალების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნის თაობაზე. 

"ორი კვირაა, რაც ამასთან დაკავშირებით დაბარებას ვითხოვ. მას შემდეგ, რაც ეთერში ანონსი გავიდა, პროკურატურა შემეხმიანა, რაც ძალიან არასერიოზულია, მაგრამ ხვალ, ნებისმიერ შემთხვევაში მივალ", - აღნიშნა გუშინ ელისაშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, პროკურატურას გარკვეული დეტალები იმ ძველ საქმეზეც აქვს დასაზუსტებელი, რომელიც მანანა კობახიძის მიერ Fაცებოოკ-ით გავრცელებულ განცხადებას ეხება, მისი და ანასტასია ზაუტაშვილის საუბრის ჩანაწერის თაობაზე. 

ელისაშვილი პროკურატურაში 11:00 საათზე, ადვოკატ თამარ ონიანთან ერთად მივა.