თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტთან დაკავშირებით მოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ განუცხადა.
ლადო პაპავას თქმით, უნივერსიტეტის აუდიტის სამსახური ორშაბათს მიიღებს შესაბამის დავალებას და მოკვლევა დოკუმენტურად იქნება წარმოებული.
"ბუნებრივია, უნივერსიტეტი დაიწყებს მოკვლევას, რადგანაც საკითხი ასეთი მწვავეა და ასეთ ფორმამდე მივიდა. ბუნებრივია, ეს საკითხები იქნება შესწავლილი. თუმცა კონკრეტულად რა დაიდება და როგორ დაიდება, ამას მე ვერ გეტყვით", - განაცხადა ლადო პაპავამ.