ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა

ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა

ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან დაღუპვის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩოში ამ ეტაპზე ინფორმაცია არ შესულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე განმარტებით, უწყება თურქეთში ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენელს რამდეჯერმე ესაუბრა. 
"თურქეთში ჩვენს ელჩს რამდეჯერმე ვესაუბრეთ. საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, ამ ეტაპზე საელჩოში არც დაღუპულებისა და არც დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. საელჩო და საკონსულო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. როგორც კი დამატებითი ინფორმაცია გვექნება, შევძლებთ მივაწოდოთ საზოგადოებას", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.