საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას. მინდა იცოდეთ, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხი თქვენ გვერდითაა",- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად, გარდაცვლილია 27 და დაშავებულია 75 ადამიანი.