თურქეთის პრეზიდენტი ტერაქტის ორგანიზატორების დასჯის პირობას დებს

თურქეთის პრეზიდენტი ტერაქტის ორგანიზატორების დასჯის პირობას დებს

ანკარაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 30 ადამიანი, 75 კი დაშავდა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ტერაქტის ორგანიზატორების დასჯის პირობას დებს.

მას ასევე მიაჩნია, რომ თავდასხმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით მოაწყვეს.

"ნებისმიერი სახის ტერაქტებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს შევეწინააღმდეგებით, რაც არ უნდა ერქვათ და როგორი მიზნებიც არ უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

აფეთქება ანკარის ცენტრში, ავტობუსის გაჩერებაზე, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს მოხდა.