კოტ დიუვარში, ქალაქ გრან-ბასამში, სასტუმრო „Etoile du Sud“-ის მახლობლად, სანაპიროზე მყოფ ტურისტებს „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველთა თქმით, თავდანმსხმელები ალაჰის სადიდებელ სიტყვებს სკანდირებდნენ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, რომელსაც გამოცემა „The Sun“ ავრცელებს, თავდამსხმელების სამიზნე შესაძლოა ამერიკელების დელეგაცია იყო, რომელშიც კოტ დიუვარში აშშ-ის ელჩი იმყოფებოდა.
„The Guardian“-ის ინფორმაციით, სანაპიროზე ტურისტების დაცხრილვის შემდეგ, თავდამსხმელებმა სასტუმროში შეღწევა მოახერხეს და სასტუმროს პერსონალი და ტურისტები მძევლებად აიყვანეს.