თურქეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს, სულ მცირე, 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათეულობით ადამიანი დაშავდა.
როგორც ცნობილია, თურქეთში აშშ-ის საელჩომ საკუთარ ვებგვერდზე სახელმწიფო დაწესებულებებთან ახლოს, შესაძლო ტერორისტული აქტის მზადების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, მსგავსი ადგილების სიახლოვეს გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
აფეთქება ანკარის ცენტრში, ადგილობრივი დროით 20:45 საათზე მოხდა. ტერაქტის შედეგად, სრულად დაიწვა ერთი სამგზავრო ავტობუსი. ცეცხლი უკიდია რამდენიმე ავტომობილს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, სასწრაფოსა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები.
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე მედიისთვის შეზღუდვები დაწესდა.