მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში, 2010 წელს მეგის ქარდავა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
როგორც 2010 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №1168 განკარგულებაშია აღნიშნული, გორგასლის ორდენი მეგის ქარდავას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა. აღნიშნული დოკუმენტაცია ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა.
განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.