30 წლის შემდეგ, ბერძნის ქუჩაზე ასფალტის საფარი პირველად დაიგო. კრწანისის რაიონის კიდევ ერთი დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი, დღეს რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა და საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარმა ბექა ნაცვლიშვილმა დაათვალიერეს. ძველი გზის რეაბილიტაცია 2658 კვ.მ–ზე განხორციელდა, რაიონის ხელმძღვანელობა ბერძნის ქუჩაზე მცხოვრებლებსაც შეხვდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ დეპუტატსა და გამგებელს მიმდებარე ტერიტორიებზე ნარგავების გაშენება და პარკინგის მოწყობა სთხოვა.