საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან დღეს გამართული შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
"ბორჯღალოსნებმა" მოწინააღმდეგეები ანგარიშით 7:24 დაამარცხეს.
მატჩის პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების უპირატესობით 0:10 დასრულდა.
საქართველოს რაგბის ნაკრებმა დღევანდელი შეხვედრა სოჭში, "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის ფარგლებში გამართა.