საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა.
რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილმა გუდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმო.
ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედალს დავით ტლაშაძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედალოსნები კი იაკობ მაქარაშვილი, დავით მარსაგიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე გახდნენ.
საქართველოს ნაკრებმა 59 ქულა მოაგროვა და პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი გავიდა 54 ქულით, მესამეზე უკრაინა – 51.