ნატო-ს შეიარაღებულ ძალებს ევროპაში ახალი სარდალი ეყოლება. ამ პოსტს "ბიბისის" ცნობით, სავარაუდოდ, ამერიკელი კერტის სკაპაროტი დაიკავებს. სკაპაროტის კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარადგინა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი მის კანდიდატურას დაეთახმა. ახლა იგი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
სკაპაროტი ფილიპ ბრიდლავს შეცვლის. კერტის სკაპაროტი ამჟამად სამხრეთ კორეაში აშშ-ის ძალების სარდალია.
როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, ამ დრომდე მიღებული გამოცდილება სკაპაროტის აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ევროპაში ნატო-ს მთავარსარდლის პოსტი დაიკავოს.
"გენერალი სკაპაროტი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სამხედრო ოფიცერი და საბრძოლო ლიდერია. ვიმედოვნებ, რომ სენატი სწრაფად დაამტკიცებს მის კანდიდატურას", - განაცხადა კარტერმა.
ნატო-ს შეიარაღებული ძალების სარდალს ევროპაში ტრადიციულად აშშ ნიშნავს, ვინაიდან იგი პასუხისმგებელია ევროპის ქვეყნებში განლაგებულ ამერიკულ შეიარაღებულ ძალებზე.