გაერო-ს უშიშროების საბჭომ სექსუალურ ძალადობაზე რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სექსუალურ ძალადობაზე რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სექსუალურ ძალადობაზე რეზოლუცია მიიღო. როგორც euronews.ge წერს, წუხელ მიღებულ 2272-ე რეზოლუციაში, რომელსაც საბჭოს 15 წევრიდან 14-მა მხარი დაუჭირა (ეგვიპტემ თავი შეიკავა), უშიშროების საბჭო გაეროს გენმდივანს, ბან კი-მუნს სთხოვს, გამოცვალოს ყველა ის სამშვიდობო კონტინგენტი, რომელთა წარმგზავნმა ქვეყნებმა არ გამოიძიეს მათი პერსონალის მხრიდან ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები. 

ასეთი ფაქტები, გენმდივნის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მოხსნების მიხედვით, 2015 წელს 69, ხოლო 2016 წელს 25 იყო.

"რეზოლუცია ასევე ავალებს გენერალურ მდივანს, მოიპოვოს და დაიცვას ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის ჩამდენთა დასჯასად და მომავალში განმეორების პრევენციას.

ამავე დროს, რეზოლუცია გენერალური მდივნისგან მოითხოვს, შეაფასოს იმ ქვეყნის მიერ წარმოებული გამოძიება ან მისი არ არსებობის მიზეზები, რომელთა კონტინგენტები ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში. რეზოლუციით, იმ ქვეყნებს, რომელთა კონტინგენტები არიან სამშვიდობო ოპერაციებში წარგზავნილნი, ევალებათ მკაცრი ტრეინინგის ჩატარება პერსონალისთვის", - წერს euronews.ge.