"ადვოკატთა ალიანსი’’-ს თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებისათვის სანქციების გამკაცრებას ითხოვს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.
"ბატონო დავით, ძალიან ბუნებრივი იყო თქვენი დღევანდელი რეაქცია, თუმცა გაცილებით ბუნებრივი და ადეკვატური იქნება ხელისუფლების იმ შტომ, რომლის ხელმძღვანელიც თქვენ ხართ, სისხლის სამართლის პოლიტიკას და შესაბამის სანქციებს გადახედოს - ქმედება, რომელზეც ასეთი მძაფრი რეაქცია გქონდათ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, მარიხუანას განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემძენი პირის დასჯა კვლავ უვადო პატიმრობითაა შესაძლებელი",-აცხადებს მდინარაძე.