საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს შეხვდა, შეხვედრისას საუბარი შეეხო დღეს ინტერნეტში გავრცელებულ მასალას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა.
"მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად იქნეს აღნიშნული დანაშაული გამოძიებული და შესაბამისად დაისაჯოს დანაშაულში მონაწილე ყველა პირი. ამავდროულად, თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის მორალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ვაჩვენოთ სრული მიუღებლობა აღნიშნული დანაშაულის მიმართ. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა არათუ ხელი არ შევუწყოთ, მსგავსი ტიპის დანაშაულის გავრცელებას და ტირაჟირებას, არამედ ვაჩვენოთ ნათელი მესიჯი ყველას, რომ შეუძლებელია მსგავსი დანაშაულით მოხდეს რაიმე ფორმით ვინმეზე მანიპულირება."- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.