პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იმედოვნებს, რომ საგამოძიებო ორგანოები ოპერატიულად გამოიძიებენ არა მხოლოდ ჩანაწერის ინტერნეტსივრცეში გავრცელების, არამედ ჩანაწერის წარმომავლობისა და ავთენტურობის საკითხს.
ასე ეხმაურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.
"მიუხედავად იმისა, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მოხდა მასალაზე წვდომის შეზღუდვა, ინსპექტორი მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მასალა ხელმისაწვდომი გახდა, თავი შეიკავონ ვიდეომასალის შემდგომი გავრცელებისგან, რათა პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს ჩანაწერში ასახული პირების და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს", - ნათქვამია განცხადებაში.