მიხეილ ჯანელიძე ჯონ კერის შეხვდება

მიხეილ ჯანელიძე ჯონ კერის შეხვდება

14-18 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

როგორც ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუცხადა, დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კერძოდ, ზალკალიანის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები თეთრი სახლის წარმომადგენლებთან. ვაშინგტონში მიხეილ ჯანელიძე სენატსა და კონგრესშიც გამართავს შეხვედრებს, მათ შორის შეხვდება საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენს ტედ პოს და ჯერალდ კონოლსს.

მიხეილ ჯანელიძე ასევე გამართავს შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი კვლევითი ცენტრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მინისტრი ასევე სიტყვით გამოვა ატლანტიკურ საბჭოში. დაგეგმილია მინისტრის ინტერვიუები შეერთებული შტატების წამყვან მედიასაშუალებებთანაც.