განათლებისა და მეცნიერების სტუქტურაში ე.წ. ოდეერის ყოლა მიუღებელია, - ასე აფასებს დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პროცესებს, რომელიც თსუ-ში მიმდინარეობს.
როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მან არ იცის, რამდენად შეესაბამება ამასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია რეალობას, მაგრამ "თუკი სიმართლეა, მიუღებელია, რადგან რექტორსა და სტუდენტს კონტროლი არ სჭირდება".
"რექტორისა და სტუდენტის მაკონტროლებელია, თავად სტუდენტები – რექტორების, ხოლო რექტორები – სტუდენტების. კანონი უნდა იყოს მაკონტროლებელი და სასამართლო, როგორც კანონის დამცველი უმაღლესი ორგანო. ჩემთვის მიუღებელია ასეთი ინსტიტუტის არსებობა, თუკი სადმე კიდევ არის შემორჩენილი. ამ შემთხვევაში, სჯობს ყველამ თავი დაანებოს იმ თავისუფლებას, რა თავისუფლებაც აუცილებელია სწავლის წარმატებისთვის", - აცხადებს ქუცნაშვილი.