სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - youtube-ზე ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო დაბლოკილია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - youtube-ზე ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო დაბლოკილია

youtube-ზე ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო დაბლოკილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტ-სივრცეში უკანონოდ ატვირთვა.

უწყების ინფორმაციით, ყოუტუბე.ცომ-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად დაბლოკა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან აღნიშნული ვიდეომასალის ტირაჟირება", - აცხადებენ სუს-ში.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.