არ მესმის, როგორ შეიძლება თეა წულუკიანის გეშინოდეს მითუმეტეს, მამაკაცს და სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ პირს

არ მესმის, როგორ შეიძლება თეა წულუკიანის გეშინოდეს მითუმეტეს, მამაკაცს და სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ პირს

არ მესმის, როგორ შეიძლება თეა წულუკიანის გეშინოდეს – მითუმეტეს, მამაკაცს და მითუმეტეს, სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ თანამდებობის პირს, - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას, რომელიც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებით გავრცელდა.

"მე არ მჯერა იმის, რომ თეა წულუკიანი შეიძლება ვინმეს ემუქრებოდეს. არც იმის მჯერა, რომ თუკი ვინმეს რამე უთხრა წულუკიანმა, ამისთვის მამაკაცები უნდა შეშინდნენ, მით უფრო ის მამაკაცები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ქვეშ არიან, ჰყავთ სპეციალურად მომზადებული მძღოლი, ჰყავთ პირადი მცველები და ოჯახებიც აყვანილია სახელმწიფო დაცვის ქვეშ. ასე, რომ არ მესმის როგორ შეიძლება თეა წულუკიანის გეშინოდეს – მითუმეტეს მამაკაცს და სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ თანამდებობის პირს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი პაპუაშვილი არ არის.

"რასაც პარლამენტს ლანძღავენ და აკრიტიკებენ, ეს ყველამ პირად ლანძღვად აღვიქვათ?! ეს იმან უნდა მიიღოს, ვისაც ეკუთვის და ვინც საკუთარ შეურაცხყოფად აღიქვამს – ნურავინ გააიგივებს თავს ნურც საქართველოს პარლამენტთან, ნურც საკონსტიტუციო სასამართლოსთან ან საქართველოს მთავრობასთან, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.