სტუდენტები გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებენ,

სტუდენტები გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებენ, "ოდეერების" საკითხით დაინტერესდეს

სტუდენტები გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებენ, "ოდეერების" საკითხით დაინტერესდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტების საპროტესტო აქციაზე სტუდენტები პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებენ, "ოდეერების" საკითხით დაინტერესდეს.

როგორც ჟურნალისტებთან აქციის ორგანიზატორმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ პრემიერი ამ საკითხით დაინტერესდება.

"როგორ პასუხისმგებლობითაც მოეკიდა პრემიერი კანცლერის საკითხს, ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იგი "ოდეერების" თემას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის პირადად დაინტერესდება ამ საკითხით", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გიორგი გაფრინდაშვილს საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სთხოვს.