14 მარტს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ფედერიკა მოგერინი უხელმძღვანელებს, სხდომას გამართავს.
როგორც euronews.ge წერს, სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირისა და რუსეთის მომავალ ურთიერთობებზე, ევროკავშირის წევრებს შორის ერთიანი მიდგომის, ერთსულოვნების შენარჩუნებასა და სანქციების საკითხებზე იმსჯელებენ.
"საბჭო ასევე იმსჯელებს ირანთან ურთიერთობაზე და განიხილავს უმაღლესი წარმომადგენლის აპრილში თეირანში დაგეგმილ ვიზიტს.
დღის ბოლოს ევროკავშირისა და მოლდოვის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება", - წერს euronews.ge.