თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში მიმდინარე აქციაზე სტუდენტები ოვაციებით შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.
"პრემიერი ურჩევს გიორგი გაფრინდაშვილს, რომ კანდიდატურა მოხსნას, ვემხრობი გიორგი კვირიკაშვილის ამ მოწოდებას", - განაცხადა აქციის მონაწილე სალომე გიორგაძემ.
აქციის მონაწილეები მადლობას უხდიან პრემიერს და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში "ოდეერების" დრო უნდა დამთავრდეს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნის თხოვნით მიმართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გიორგი გაფრინდაშვილს საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სთხოვს.